ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: ვიცი, რა გარიგებებზეა საუბარი, ვინ ვის რას პირდება

საკმარისად დიდი ხანი ვითმინე, ბევრი რამ ვიცი. ვიცი, რა გარიგებებს აქვს ადგილი, რა ლაპარაკებზეა საუბარი, ვინ ვის რას პირდება. ტყუილად გონიათ, რომ ინფორმაცია არ მაქვს. ინფორმაციას ვიღებ ბევრი წყაროსგან, გამოცდილებაც საკმარისზე მეტი მაქვს. ჩემი პასუხისმგებლობა ის კი არ არის, რომ ყველას ენა მოვუჩლიქო. ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ პარტია გადავაჯგუფოთ და გავაერთიანოთ ისე, რომ პარტიამ შეძლოს გამარჯვება.

დღესდღეობით, იმ ხალხმა, ვისზეც მე ვსაუბრობ, გამოგვიცხადეს, რომ ჩვენ ყოველთვის დავმარცხდებით. მე უარს ვამბობ დამარცხების ლოგიკის მიღებაზე. იმის გამოცხადება, რომ ჩვენ დავმარცხდებით, ივანიშვილის თამაშის წესებია. "სააკაშვილი უნდა გაემიჯნოს პარტიას" - ეს არის ივანიშვილის თამაშის წესები. რანაირად ებრძვით ივანიშვილს, თუ იღებთ ივანიშვილის თამაშის წესებს, რომ პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს? ივანიშვილთან ბრძოლა არის თურმე მისი მთავარი მტრის და მოწინააღმდეგის გვერდით გაწევა? ეს არის ივანიშვილთან ბრძოლა? მე ამას არ ვიზიარებ!

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის აქტივს.

კომენტარები