ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე: გვიახლოვდება დიდი ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავი

გვიახლოვდება კაციობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის გამომწვევი ე.წ. დიდი ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავი. მთელ მსოფლიოში ისევ ტრიალებს მესამე მსოფლიო ომის სახიფათო სურნელი. არნახულად გაზრდილია ძალადობა და აგრესია ტრადიციული ქვეყნების ცხოვრებაში, დემოკრატიის და ლიბერალიზმის დაცვის სახელით. უხეში სამხედრო ძალის ჩარევის შედეგად იხოცება და სახლიდან იდევნება მილიონობით ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. რომელიც ბუნებრივია, კაცობრიობის საერთო სახლის ნაწილია. ვხედავთ ამ აგრესიის მკვეთრ, ლოკალურ გამოვლინებებს ჩვენს ქვეყანაშიც, რომელიც ბუნებრივია კაცობრიობის საერთო სახლის ნაწილია. ვხედავთ ამ აგრესიის მკვეთრ ლოკალურ გამოვლინებებს, როგორც ყოველთვის, აგრესიის მთავარი სამიზნე არის ჩვენი ეკლესია, ოჯახი და ჩვენი ეროვნული ღირებულებები. ქვეყნის ცენტრალური ტელეარხებიდან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ქცეულა გაუნათლებლობის, უგემოვნების, აგრესიისა და უზნეობის მთავარ წყაროებად. გაისმის მოწოდებები ეკლესიაზე შეტევისაკენ.

წერს ბიზნესმენი და რაინდი ლევან ვასაძე მთავრობისთვის მიმართვაში.

კომენტარები