შინაგან საქმეთა სამინისტრო

მღებრიშვილი: დიახ, ბალასტად ვთვლი მათ, ვინც ჩირქს სცხებს პოლიციელის მუნდირს

არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა ჩემი კომენტარის ირგვლივ, რომელიც ეხებოდა უწყებაში მიმდინარე ოპტიმიზაციას. მე ვიხმარე სიტყვა "ბალასტი", გიდასტურებთ. დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელის მუნდირს, ჩირქს სცხებენ მას და ასეთ ადამიანებს მე ვუწოდებ ბალასტებს. სწორედ ასეთი ადამიანებისგან იქნება გათავისუფლებული შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაძლებელია, იყვნენ ასეთი ადამიანები, რადგან 40 ათასამდე თანამშრომელი გვყავს შსს-ში და გამორიცხული არ არის. ბალასტში მე ვგულისხმობდი მხოლოდ ასეთ ადამიანებს.

მე არაფერი არ აღმომიჩენია. კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ 40-ათასიან კოლექტივში შესაძლოა იყვნენ ასეთი ადამიანები და ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთი ადამიანები გამოვლენილა და რა არის გასაკვირი, რომ ჩვენ მათგან გავთავისუფლდეთ? 

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უწყებაში მიმდინარე ოპტიმიზაციაზე. მან გუშინ თქვა, რომ სამინისტროში თანამშრომლებს შეამცირებენ და უწყება ბალასტისგან გათავისუფლდება.

კომენტარები