ნოდია: ნაციონალურ მოძრაობას წყალი მიხეილ სააკაშვილმა შეუყენა

2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავარი პროექტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაშლა თუ "რადარებიდან გაქრობა" იყო. ეს მას არ გამოუვიდა. თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოლო არჩევნები წააგო, ის ისევ დარჩა პრაქტიკულად ერთადერთ ოპოზიციურ ძალად და "ქართული ოცნების" მთავარ და რეალურ საფრთხედ.

ამ დროს შველა მოულოდნელი მხრიდან მოვიდა: "ნაციონალურ მოძრაობას" წყალი მისმა დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმა შეუყენა. არ ვიცი, როგორ ჩატარდება და რით დამთავრდება ყრილობა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს იქნება ნაბიჯი პარტიის არსებითი დასუსტებისა და, შესაძლოა, მარგინალიზაციისკენ.

ეს დიდი და დაუმსახურებელი საჩუქარია ბიძინა ივანიშვილისთვის. ვაღიარებ, რომ არ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, არა მხოლოდ პარტიისთვის, ან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც.

"ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა შანსი, საქართველოს ისტორიაში პირველი ნამდვილი პოლიტიკური პარტია გამხდარიყო (და არა რომელიმე ლიდერის ჯიბის ორგანიზაცია, როგორიცაა, მაგალითად, "ქართული ოცნება" ან ლეიბორისტული პარტია, როგორიც იყო მოქალაქეთა კავშირი ან აღორძინება). ახლა ეს შანსი იკარგება.

გაფრთხილება: თუ ვინმე ჩათვლით, რომ მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ვადანაშაულებ, ცდებით.

პოლიტოლოგი გია ნოდია წერს საკუთარ facebook-ში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები