ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბობოხიძე: პარტიის ერთიანობის გადარჩენა მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობაა

ბუნებრივია, რომ სიტუაციის გადარჩენა შეუძლია იმას ვინც დაიწყო და ვისაც უჯერებს ერთ-ერთი მონაწილე მხარე. ერთიანობის გადარჩენა ერთი კაცის ხელშია. ეს არის მიხეილ სააკაშვილი და სწორედ მისი პასუხისმგებლობა იქნება და არავისი სხვისი მოახერხებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ერთიანობის შენარჩუნებას , რადგან მე უკვე ვეღარ ვხედავ ადამიანთა იმ ჯგუფს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, ვინც შეძლებს პარტიის რღვევის შეჩერებას. ნაციონალური მოძრაობის ერთიანობა მარტო ჩვენს ამომრჩეველს არ სჭირდება, ეს სჭირდება ქვეყანას, როგორც ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი აკაკი ბობოხიძე. ტელეკომპანია იმედი ქრონიკის პირდაპირ ეთერში.

კომენტარები