გიგი უგულავას საქმე

უგულავა: საბჭოთა ინერცია მოგვყვება, ამბობენ პარტიას და გულისხმობენ სახელმწიფოს

ჩვენი ქვეყანა მოდის საბჭოთა ტრადიციიდან, რომლის დამახასიათებელი ფორმულაც იყო: ვამბობ პარტიას, ვგულისხმობ სახელმწიფოს, ვამბობ სახელმწიფოს და ვგულისხმობ პარტიას. ზღვარი იყო წაშლილი მთლიანად - მმართველ პარტიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. ეს ეხებოდა ადგილობრივ თვითმმართველობას და ყველაფერს - ცეკა იყო პირველი და არა მინისტრთა საბჭო.

ეს [საბჭოთა] ინერცია, სამწუხაროდ, მოდის დღესაც. ეს ინერცია არ შეცვლილა არც 90-იან წლებში; სამწუხაროდ (და აქ ნამდვილად ვთვლი, რომ ჩვენი პრობლემაა) - არ გვქონდა დასახული მიზნად ამ ინერციის გარდატეხა. რა მიზნებიც ჩვენ დაგვისახავს, როგორც ხელისუფლებას, მიგვიღწევია კიდეც. რომ დაგვესახა მიზნად, ამას აუცილებლად მივაღწევდით.

გიგი უგულავას სიტყვა სააპელაციო სასამართლოში

კომენტარები