გიგი უგულავას საქმე

ჩერგოლეიშვილი: უგულავას გამოსვლით პოლიტიკაში სისტემური გადატვირთვა მოხდება

ვთვლი, რომ ამით სამართალმა იზეიმა, მაგრამ სამართალი ბოლომდე მაშინ იზეიმებს, როდესაც ვანო მერაბიშვილი და სხვა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებიც გათავისუფლდებიან, შესაბამისად, ბოლომდე სიხარულს მაშინ გამოვხატავ პოლიტიკური დევნის დასრულებასთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გაწეული დახმარებისთვის. ვფიქრობ, რომ არა მათი ზეწოლა, ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა. ვფიქრობ, რომ გიგის გამოსვლით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სისტემური გადატვირთვა მოხდება.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავას გათავისუფლებაზე.

კომენტარები