თავდასხმა

გვარამია: თუ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მარტო იყო, თავის გამოძვრენას ცდილობს

თავდამსხმელი არ იყო მარტო, ეს იყო ჯგუფური თავდასხმა. თუ ეს ადამიანი ამბობს, რომ მარტო იყო, ვიღაცას კი არ აფარებს ხელს, საკუთარი თავის გამოძვრენას ცდილობს, იმიტომ, რომ ჯგუფური თავდასხმა არის დამამძინებელი გარემოება და გაცილებით უფრო მაღალი სასჯელია მისთვის. ეს არის ტყუილი, ის არ იყო მარტო, იყო სხვა ადამიანთან ერთად და ამ ადამიანის ამოცნობაც ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად. იქ იყო ორი ადამიანი, ერთი დამესხა თავს მე და მეორე - ჩემს მეგობარს. ასე რომ ეს ტყუილია.

ნიკა გვარამიას კომენტარი დაკითხვის დასრულების შემდეგ. ლევან გაჩეჩილაძის შვილმა რატი გაჩეჩილაძემ თქვა, რომ გვარამიას თავს ის დაესხა და "იციდენტში სხვა არავინ მონაწილეობდა".

კომენტარები