ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გოცირიძე: ენმ-ის ერთიანობის შენარჩუნების შანსი ნულის ტოლია

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ გამიკეთებია არცერთი განცხადება მანამ, სანამ არსებობდა ერთიანობის შენარჩუნების რაიმე შანსი. დღეს ეს შანსი ნულის ტოლია. 

ნაციონალური მოძრაობის შექმნაში ვმონაწილეობდი მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი დაფუძნების იდეის გაჩენის პირველივე დღიდან. ნაციონალურ მოძრაობაში არ დავბრუნებულვარ იმისათვის, რომ სადმე წავიდე!

ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ ყველა ფორმით: პარლამენტში, ქუჩაში, მედიაში, საარჩევნო ყუთებთან, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს აღმშენებლობის გზას და გამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელშიც იგი დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიყვანა. 

"აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს"!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე პარტიაში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარ Fb გვერდზე.

კომენტარები