ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ცისკარიშვილი: ვერავინ წაიღებს ნაციონალური მოძრაობის სახელსა და ბრენდს

გიგი უგულავასთან ჩვენ პოლიტიკური დისკუსია პარტიის მომავალთან დაკავშირებით არ გვქონია. ის წარმოადგენს ბოკერიას ჯგუფს. ჩვენი პარტიის ყრილობა გადაწყვეტს ნაციონალური მოძრაობის სამომავლო ბედს. სახელი ნაციონალური მოძრაობა დარჩება ნაციონალურ მოძრაობას, ვერავინ ამ სახელს და ბრენდს ვერ წაიღებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი ტელეკომპანია იმედთან საუბარში. შეგახსენებთ, რომ ცისკარიშვილი იმ კომისიის წევრია, რომელიც პარტიის ერთმა ჯგუფმა ყრილობის ორგანიზებისთვის შექმნა.

კომენტარები