ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკუჩავა: წარსულშიც იყო შიხიაშვილი და ბევრი ადამიანი, რომელმაც წაგებულზე დატოვა ენმ

არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, თუმცა, ცხადია, არ გამოვრიცხავ, რომ რადგან ე.წ. ბოკერიას გუნდი ახლა გადის ნაციონალური მოძრაობიდან, ასეთივე ტიპის გასვლა ვიხილოთ საკებულოს ერთი ან ორი წევრისგან. წარსულშიც იყო შიხიაშვილი და ბევრი სხვა ადამიანი, რომელმაც წაგებულზე დატოვა ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ პარტიას შემოუერთდა ძალიან ბევრი ახალი წევრი, რომელიც ერთგულია იმ იდების, რომელზეც ჩვენ ვდგავართ და მე ვფიქრობ, რომ ეს გაგვაძლიერებს და ეს იქნება ჩვენი საბოლოო გამარჯვების საწინდარი.

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინათინ ბოკუჩავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შესახებ.

კომენტარები