კლუბები

პრემიერი: კლუბებში ადგილობრივ კაცებს არ უშვებენ, კატეგორიულად ვითხოვ მოგვარდეს

რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე ბარები თუ სხვადასხვა ობიექტი - სადაც, სამწუხაროდ, ხდება კანონდარღვევები. მინდა, დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა, როგორც ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში. სამწუხაროდ, მხოლოდ მანდილოსნებს უშვებენ. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, გაშუქდა, რომ მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელია. ამ კანონით ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არცერთი ახალგაზრდა, ამიტომ სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდის, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში.

ასევე, მინდა ვთხოვო ჩემს თანაშემწეს, ადამიანის უფლებების საკითხში, ქალბატონ სოფიო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს, თუ რამდენად დაცულია საქართველოში კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში. თუ ეს არის რაიმე დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმებით ხდება შერჩევა აქ ადამიანების შესვლის. ხოლო თუ ეს არის ღია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის უნდა მთლიანად დაექვემდებაროს და იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის თვალსაზრისით არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ასევე იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები