ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მინაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მარცხი 20 იანვრის ყრილობაზე გაფორმდება

ივანიშვილს ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით სამი მთავარი მიზანი ჰქონდა:

1. მიხეილ სააკაშვილის მოკვეთა ნაციონალური მოძრაობისაგან.

2. ნაციონალური მოძრაობის მოკვეთა მისი 500 ათასზე მეტი ამომრჩევლისაგან და ენმ-ის ქცევა სახალხო მოძრაობიდან დახურულ ელიტურ კლუბად.

3. ნაციონალური მოძრაობის მრავალათასიანი მხარდამჭერთა გუნდის დემორალიზება. 

ივანიშვილმა ვერ მიაღწია ვერცერთ ამ მიზანს. უფრო პირიქით:

1. განმტკიცდა მიხეილ სააკააშვილის როლი.

2. ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო მრავალფეროვან, ღია პარტიად იქცა, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობას და არა რომელიმე ადამიანთა ჯგუფს, რომელშიც წევრები და მხარდამჭერები მონაწილეობას იღებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

3. მოხდა მხარდამჭერების არნახული მობილიზაცია და კონსოლიდაცია მთავარი ღირებულებების ირგვლივ. ამის დასტურია მათი მაღალი ჩართულობა მიმდინარე პოლიტიკურ პარტიულ პროცესებში და გააქტიურება საქართველოს ყველა რეგიონში.

აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა იწვნია პირველი სერიოზული პოლიტიკური მარცხი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ეს მარცხი გაფორმდება 20 იანვარს ნაციონალური მოძრაობის მასშტაბურ ყრილობაზე, ყრილობაზე, რომელიც იქნება ენმ-ის ერთსულოვნების, შემართების, მიზანდასახულობის, გაუტეხაობის დასტური.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აკო მინაშვილი facebook-ში.

კომენტარები