მოლაპარაკებები გაზპრომთან

კაპანაძე: Gazprom-თან მოლაპარაკებები ძლიერი პოზიციიდან მიყავთ, როგორც წაგებულებს

ეს შეთანხმება პრობლემატურია ორი რამის გამო. პირველ რიგში, ამ მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიცია გვაქვს მარტივი მიზეზის გამო. ეს ტრანზიტი ჩვენი ტერიტორიის გავლით გადის სომხეთში. მეორე, ეს არის შეთანხმება, რომელიც ძალაში არსებობს. ერთის მხრივ, პრეცედენტი გვაქვს და მეორეს მხრივ, უჩვენოდ ამას რუსეთი ვერ გააკეთებს. ეს არის ძლიერი პოზიცია და გვაქვს ინტერესი, რომ ეს ასე დავტოვოთ.

არ მესმის, რატომ ხდება მარტო ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში, რომ ამ ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკებები მიგყავს, როგორც წაგებულ მხარეს? რატომ ხდება, რომ ხელშეკრულება იწურება და ჩვენ უნდა ვიყოთ დამნაშავე იმაში, რომ არალეგალურად ხდება ამ ტრანზიტის გატარება? ეს არის სრულიად გაუგებარი. ეს პრობლემა ადრე რატომ არ იყო? იმ წლებშიც კი, როდესაც რუსეთთან გვქონდა ძალიან ცუდი ურთიერთობა ეს პრობლემა ხომ არ იდგა?

მოლაპარაკებები ცუდად იქნა წარმართული. მთავარი საკითხი არის ის, რომ რუსეთს ვაბარებთ მნიშვნელოვან ბერკეტს, რომელიც გვაქვს - ეს არის ბუნებრივი აირის მიღება ნატურით და არა მონეტარული ფორმით. მომავალში სხვა მოთხოვნები გაუჩნდებათ და ეს ბერკეტი აღარ გვექნება.

ენმ-ის დეპუტატი სერგი კაპანაძე რუსთავი 2-ის ეთერში

კომენტარები