გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: სააკაშვილმა იცის, რამხელა საერთაშორისო ზეწოლა იყო უგულავას საქმეზე

გიგი უგულავას დაპატიმრება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის იყო პოლიტპატიმარი სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად. განთავისუფლებაზეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ყველამ იცის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა პერსონალურად და ნიკა მელიამ, რომ  საერთაშორისო ზეწოლა გიგი უგულავას საქმეზე იყო ძალიან დიდი და ეს ყველასთვის ცნობილია. ამ ზეწოლის პირობებში, ამ მომენტში მიიღო ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა და პოლიტიკურმა სისტემამ. ეს მიდგომა გავრცელდება ყველა პოლიტპატიმარზე - ოღონდ სხვადასხვა შემთხვევას აქვს სხვადასხვა გარემოებები და სხვადასხვა კონიუნქტურა. ეს ყველამ იცის, ვინც ამ სფეროში მეტ-ნაკლებად ჩახედულია. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გავრცელდეს ყველა პოლიტპატიმარზე და ეს მოხდება, ადრე თუ გვიან.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია იმედის პირდაპირ ეთერში

კომენტარები