ენმ-ის გაყოფა

უგულავა: პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი ჯერ კიდევ 2013 წელს დადგა

ჩემს წერილზე აპელირება არასწორია. პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი ჯერ კიდევ 2013 წელს დადგა. მაშინაც მწვავედ დავუპირისპირდი სააკაშვილს, ჩვენი საუბარი ლამის ჩხუბამდეც კი მივიდა. ჩემი პოზიცია იყო, რომ კარგი იქნებოდა, თუ სააკაშვილი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებდა, მხოლოდ ქვეყნის პირველი პირის სტატუსით შემოფარგლულიყო, პარტიის ლიდერად კი, სხვა კანდიდატურა აგვერჩია. გაცნობიერებული გვქონდა, რომ პროკურატურა ბრალდებების შეკერვით იყო დაინტერესებული და, ბუნებრივია, პარტიის ლიდერების დაკავებასაც ველოდებოდით. მიშას ვუთხარი, მთელ დარტყმას ავიღებთ ჩვენ, შენ კი იყავი პრეზიდენტი, ეს შენთვისაც პოლიტიკურად მომგებიანი პოზიცია იქნება-მეთქი. ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ნაკარნახევი იყო პირველ რიგში, მისი ინტერესებით - პარტია განახლების გზას დაადგებოდა და დარტყმასაც ჩვენს თავზე ავიღებდით, თუმცა მაშინ სააკაშვილისგან პასუხად არაადეკვატური რეაქცია მივიღე. ამ დაპირისპირების შემდეგ პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში კიდევ არაერთხელ დადგა. მათ შორის მაშინაც, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და მას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნეს. ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები