ენმ-ის გაყოფა

უგულავა: დღეს ნაციონალური მოძრაობაც ერთი კაცის პარტია გახდა

პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში კიდევ არაერთხელ დადგა. მათ შორის მაშინაც, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და მას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნეს. ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. სააკაშვილი, როგორც ლიდერი, ვალდებული იყო, თანამებრძოლებსა და მხარდამჭერებთან ახალი მიდგომები გამოენახა, თუმცა ვერ შეძლო. სწორედ ამიტომაც ვთქვი, რომ ის ჩვენი გუნდის ლიდერობის ღირსი არ არის. 2013 წელს არავინ იყო ისეთი, არაადეკვატური სააკაშვილისთვის ეთქვა, რომ ჩვენ მასზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ვართ და ამიტომ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ დღეს უკვე ამის თქმა თამამად შემიძლია. სამწუხაროა, რომ სააკაშვილს დროსთან ადეკვატურად მოქმედების შინაგანი რესურსი არ ეყო. შედეგად - დღეს ნაციონალური მოძრაობაც ერთი კაცის პარტია გახდა.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები