ენმ-ის გაყოფა

სააკაშვილი: იქ სადაც ოლიგარქია, ფინანსურ დაინტერესებაზე კითხვის ნიშანი ბუნებრივია

მე ვიცი ერთი რამ, სადაც არის ოლიგარქი... მე ზუსტად ვიცი, წინა რამდენიმე გასვლა ნაციონალური მოძრაობიდან, დაკავშირებული იყო ფინანსებთან, თვითონ ივანიშვილი მოყვა ამის შესახებ და არავის არ უარუყვია. თქვენ ხომ გახსოვთ, რა მოხდა გირჩთან დაკავშირებით, მეორე ჯგუფთან დაკავშირებით, იქ იყო გარჩევები და ერთი ამბები. ამიტომ, იქ სადაც ოლიგარქია, ეს კითხვის ნიშანი არის ბუნებრივი. ივანიშვილს საერთოდ არ შეუძლია ადამიანთან ურთიერთობა, თუ მას არ აქვს ფულადი ურთიერთობა, დღეს ივანიშვილის ოცნებები რომ განხორციელებულიყო, 27 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო ყრილობა, რომელსაც უნდა გაეფორმებინა ახალი თავმჯდომარის არჩევა, უნდა გამოეცხადებინა, რომ "მიშა სააკაშვილი არის ისტორია, რომელიც ჩავაბარეთ წარსულს, ჩვენ ვართ ახლები, ჩვენთან შეიძლება ლაპარაკი". და ნაციონალური მოძრაობა შეწყვეტდა არსებობას, მან ყველაფერი გათვალა, პარტიის ლიდერშიპის უმეტესი ნაწილი ამ სცენარს მიყვებოდა სხვადასხვა მოტივაციით.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი ორის გადაცემა არჩევანში კითხვაზე - "თქვენ ამბობთ, რომ შესაძლოა, ვიღაც-ვიღაცები ფინანსური დაინტერესებით წავიდნენ, შეგიძლიათ, თქვათ, ვის გულისხმობთ"?

კომენტარები