ენმ-ის გაყოფა

ვოლსკი: სააკაშვილისა და უგულავა-ბოკერიას გუნდებს შორის დიდი განსხვავება არ არის

წყალგამყოფი მათ შორის არის ის, რომ სააკაშვილი რევოლუციური გზისკენ მოუწოდებს. არ ეშვება ამას. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი, ბრიუსელი თუ ვენა, ეუბნება, რომ არ შეიძლება ასე. ახალი ცხელი წერტილის შექმნა არ შეიძლება, ისედაც ბევრი საგარეო გამოწვევის ფონზე. უგულავა-ბოკერიას მხარე ცდილობს, წყალგამყოფი გააკეთონ, რომ ისინი არიან ინტელექტუალები, რომლებიც ქართულ ოცნებას დაუპირისპირდებიან პარლამენტში. ორივე ეჯიბრება ერთმანეთს, ვინ უფრო მაგრად გალანძღავს ივანიშვილს და ვინ უფრო ჩაგვდებს მიწაში. თითქოს უგულავა-ბოკერიას იდეა უფრო პროგრესულად ჟღერს დასავლეთისთვის, მაგრამ ჩემთვის, რიტორიკის გარდა, არაფერი შეცვლილა. ჯერჯერობით, ეს წყალგამყოფი არსად არ ჩანს, ჩემთვის დიდი განსხვავება არ არის.

ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები