ენმ-ის გაყოფა

ბოკერია სააკაშვილს: რომელ იდეას ვუღალატეთ და რაში მდგომარეობს იდეების ღალატი?

რომელ იდეას ვუღალატეთ და რაში მდგომარეობს იდეების ღალატი? პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, საჯაროდ რომ მოგვიწოდებდა? პარტიის შიგნით ისტერიკა მოაწყო, პირდაპირი გაგებით, რომ არ შეიძლება ამ პარლამენტში შესვლა, ამას რომ არ დავეთანხეთ, ეს არის იდეის ღალატი? თუ რომ არ ვიზიარებთ მის მოსაზრებას, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს, ეს არის იდეის ღალატი? თუ მოსაზრება, რომ სანამ ის უკრაინაში არის ოპოზიციის სათავეში, ახლა უკვე უკრაინაში იბრძვის, იმიტომ რომ საქართველოში ვერ ჩამოდის, ივანიშვილის რეპრესიების გამო, რა თქმა უნდა. სანამ ის იქ არის, აქ რომ თავმჯდომარე ჰყავდეს პარტიას, მაგალითად, დავით ბაქრაძე, როგორც მე ამის მჯეროდა. რომც არ ეთანხმებოდეს ამ იდეას და ვინმე თვლიდეს, რომ არა, ეს არასწორი გზაა, რატომ არის ღალატი ამის შეთავაზება ან ამაზე კამათი? რატომ არის იდეის ღალატი?

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიგა ბოკერია ტაბულასთან ინტერვიუში.

კომენტარები