გიგი უგულავა

უგულავა: არა დაბრუნებისთვის, არამედ სწორი იდეების დამტკიცებისთვის უნდა ვიბრძოლოთ

ოპოზიციაში როცა აღმოვჩნდით, პერსონალური და პოლიტიკური კარიერის დონეზე, ეს არ იყო რიგითი მარცხი რომელიღაც საარჩევნო ოლქში - ეს იყო ფუნდამენტური ცვლილება. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანების არჩევანს, ჩვენ დავმარცხდით, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ძალიან მაღალი კვარცხლბეკიდან ჩამოვვარდით. ჩვენ მოგვიწევს საზოგადოებას დავუმტკიცოთ არა დაბრუნება, დაბრუნებაზე ლაპარაკი ძალიან არასწორია. ჩვენ მოგვიწევს საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ჩვენი იდეები არის სწორი და ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. ერთი სიტყვა მთლიანად ცვლის მთელ დისკურსს. მე არ ვიბრძვი დაბრუნებისთვის, მით უმეტეს არ ვაპირებ მერობაზე კენჭისყრას. ფუნდამენტურად ეს არ უნდა იყოს დაბრუნება. აქ არის არსებითი განსხვავება ჩემსა და მიშას შორის 

გიგი უგულავა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები