კორძაია გაზპრომზე: ეს პროცესი ქვეყნის სუვერენიტეტის გასხვისების დასაწყისია

რესპუბლიკელები ამ პროცესს ვაფასებთ, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის გასხვისების დასაწყისს, იმიტომ რომ ერთია, რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება გაზის ფასის მიმართ - არ ვიცით, როდის გაზრდის მას, და მეორეა, ჩვენი პოლიტიკური ფასის დაკნინება. გეოპოლიტიკური ფასი საქართველომ ამ ხელშეკრულების ამ ფორმით დადებით დაკარგა და შეამცირა, სულ მცირე. ალბათ, ეს არის წითელი ხაზი, სადაც უკვე ეს ხელისუფლება ადასტურებს იმას, რომ მას ნამდვილად რუსული ინტერესები ამოძრავებს.

რესპუბლიკელი თამარ კორძაია გაზპრომთან ახალი ხელშეკრულების შესახებ.

კომენტარები