გაზპრომთან მოლაპარაკებები

ბოკერია: მთავრობამ ვერ გაუძლო, ან ჩათვალა, რომ არ უნდა გაუძლოს რუსეთის ზეწოლას

შარშან, როდესაც ეს მთავრობა აპირებდა ამ ძალიან საზიანო ნაბიჯის გადადგმას, უამრავი მითი მოიფიქრეს - ერთი იყო, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გვიჩივლებდა რუსეთი და ეს დამთავრდებოდა სწრაფად, იყო სომხეთის ალტერნატიული გზით მომარაგების მეორე მითი - ამას დაჭირდება წლები. უნდა ჩამოყალიბდნენ, რომელ ცრუ არგუმენტს აწვებიან ბოლომდე - კომერციულად ვიგებთ, ირანიდან მოამარაგებენ, სავაჭრო ორგანიზაციაში გვიჩივლებენ, თუ რომელი ერთი. ყველაფერი ეს არის სიცრუე.

მთავარი მიზეზი, როგორც ჩანს, არის, რომ მათ ვერ გაუძლეს, ან ჩათვალეს, რომ არ უნდა გაუძლონ რუსეთის ზეწოლას მაშინ, როდესაც წლებია, რუსეთი ამას ითხოვდა, როდესაც ბევრად უფრო კარგ ფორმაში იყო და ბევრად უფრო ცუდ ფორმაში მყოფი შევარდნაძის ხელისუფლება ახერხებდა ამის შენარჩუნებას, რომ არაფერი არ ვთქვათ წინა ხელისუფლებაზე და იმ გუნდზე, რომლის ნაწილიც ჩვენ ვიყავით.

ფრაქცია ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია გაზპრომთან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები