გია ცერცვაძის საქმე

დეკანოიძე: მესაზღვრეებს დავალება ჰქონდათ, რომ ცერცვაძე საზღვარზე გაეტარებინათ

ინტერპოლს აქვს რამდენიმე ფერის ცირკულარი. ეს არის წითელი, მწვანე, იისფერი, ნარინჯისფერი. წითელი ცირკულარი ნიშნავს სისხლის სამართლებრივ დევნას. საქართველოს მესაზღვრეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, უნდა ეთქვა [ცერცვაძისთვის], რომ თქვენზე, ბატონო ვიცეპოლკოვნიკო, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაინტერესებულიყო, რატომ არის საქმე აღძრული. [ეს არ გააკეთეს იმიტომ, რომ] დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ გაეტარებინათ ეს ადამიანი. 23 დეკემბერს იყო ძებნაზე დასმული. ბილეთი აღებული აქვს, დაჯავშნილი აქვს, იციან, რომ მიდის. შემდეგ უკვე 15 იანვარს მიდის და აკავებენ უკრაინაში

საქართველოს პოლიციის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი და უკრაინის პოლიციის ყოფილი უფროსი, ხატია დეკანოიძე, ვიცეპოლკოვნიკ გია ცერცვაძის დაკავებაზე. რუსთავი 2-ის ეთერი, გადაცემა "არჩევანი"

კომენტარები