სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა

ქანთარია: არ მივესალმები მიწების "უპრაგონოდ" გაცემას უცხო მოქალაქეებზე

ლაპარაკი იმაზე, რომ ამ მიწებს ვერავინ მოიკიდებს და წაიღებს, უაზრობაა. თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი გეოგრაფიულად არცთუ ისე დიდი მიწა-წყალი იქნება სულ დარეგისტრირებული უცხოელებზე, რასაკვირველია, ეს არ არის კარგი. უნდა მოინახოს გარკვეული, შუალედური გამოსავალი. ეს შეიძლება იყოს იჯარაც და შედეგი მივიღოთ. მიწების "უპრაგონოდ" გაცემას უცხო მოქალაქეებზე მე არ მივესალმები.

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების შესახებ.

კომენტარები