ინაშვილი: პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის არჩევა უკან გადადგმული ნაბიჯია

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ხოლმე პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ზოგადად. ამიტომ, პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის არჩევა მიმაჩნია დემოკრატიის განვითარების კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად. საყოველთაო არჩევნები არის წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გზაზე.

საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი და პარლამენტის ვიცესპიკერი, ირმა ინაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ. საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი დღეს პირველ სხდომას მართავს. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი პრეზიდენტის არჩევის წესია. "ქართული ოცნების" ნაწილი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას ემხრობა, საპარლამენტო უმცირესობა კი წინააღმდეგია.

კომენტარები