ე.წ. კაბელების საქმე

ბაქრაძე ე.წ. კაბელების საქმეზე: შეწყალების ფასი უფრო ადრე ბევრად მაღალი იქნებოდა

შეწყალება თავისთავად ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი და აღიარება იმისა, რომ ეს ადამიანები იყვნენ უკანონო პატიმრები და პოლიტიკურ პატიმრობაში და დევნაში იმყოფებოდნენ. ამ თვალსაზრისით შეწყალება მნიშვნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეწყალებას დღეს, როდესაც ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები სულ მალე დატოვებდნენ საპატიმროს, სრულიად სხვა ფასი აქვს. ეს რომ პრეზიდენტს გაეკეთებინა ერთი თვის ან თუნდაც ერთი კვირის წინ, ამ შეწყალების ფასი, პრაქტიკულიც და პოლიტიკურიც, იქნებოდა ბევრად უფრო მაღალი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით ბაქრაძე პრეზიდენტის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალების შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები 27 იანვარს შეიწყალა. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, საქმე აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე.

კომენტარები