ფარული მოსმენები

ხოშტარია: ფარული ჩანაწერების ეპოქის დასრულების ნება მთავრობას არ გამოუვლენია

საზოგადოებაში მასობრივი განცდაა, რომ მოსმენები გრძელდება და ამაზე არასამთავრობოების არაერთი აქცია მეტყველებს. გარდა ამისა, არცერთი ფარული ჩანაწერის გამოძიება არ მიყვანილა ბოლომდე. ნება იმისა, რომ ფარული ჩანაწერების ეპოქა დასრულებულიყო, მთავრობას არ გამოუვლენია. ამასთან ერთად, სუს-ის ბიუჯეტს 18 მილიონი ემატება და აქ მთავრობის პრიორიტეტი ნათლად ჩანს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მთავრობა ნიშნავს უწყების ხელმძღვანელს, რომელმაც ეს საკითხები უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური დანიშვნა იქნება. სამწუხაროდ, არანაირი პრობლემის გადაჭრაზე არ არის საუბარი. პირიქით, ჩვენ ვაგრძელებთ ფარული ჩანაწერების და მიყურადების ეპოქაში ცხოვრებას. მთავარია, პოლიტიკური გავლენა არ იყოს იმ უწყებაზე, რომელიც აღნიშნულ საკითხებს წყვეტს. აქ კი, პირდაპირ პრემიერია ჩართული. დღეს ხელისუფლება გვთავაზობს სისტემას, რომელიც ფარულ მოსმენებს გააგრძელებს და არა გადაწყვეტს ამ პრობლემას.

პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია ფარულ მოსმენებზე.

კომენტარები