გამწვანება იყო და არის დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. 2014 წლიდან დღემდე, ჯამში, 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული და ამ მიმართულებით, მიმდინარე წელსაც საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს განვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის განმავლობაში, მოეწყო 30 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 249 სკვერს. მათ შორისაა იაპონური ბაღი, რომელიც იაპონური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. გავამწვანეთ და კეთილმოვაწყვეთ თამარაშვილის ქუჩის გზაგამყოფი ხეივანი. მნიშვნელოვანი გამწვანებითი ღონისძიებები ჩატარდა ე.წ. ახალ გზაზეც, სადაც მიუხედავად ათასგვარი წინასწარი ვერსიისა, ნერგების უმრავლესობამ გაიხარა.
tbl.ge/25zw
დაკოპირდა
თბილისის მერიის ცნობით, დავით ნარმანიამ 2016 წელს, გამწვანების კუთხით თბილისში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამა.
ამავე თემაზე
- კახა კალაძე: ზოგადად, გამწვანება ჩემი სუსტი წერტილია
- მერია: საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში თბილისში 10 000 ხე-მცენარე დაირგვება
- ჩინეთმა ხეების დასარგავად 60,000 ჯარისკაცი გამოყო
- ნარმანია დამწვარ ხეებზე: თუ ასე შესტკივათ გული, უკეთესი იქნება, ბარს მოკიდონ ხელი
- ლისი დეველოპმენტი: ეს გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრის შედეგად