რუსთავი 2-ის საქმე

ჟორჟოლიანი რ2-ის საქმეზე: რა პოლიტიკური ზეწოლა, რის პოლიტიკური ზეწოლა

მოსამართლეების განცხადებას ზეწოლაზე პროკურატურა გამოიძიებს და ეჭვი არ მეპარება, გამოძიება კანონის შესაბამისად წარიმართება. რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკური ზეწოლის საკითხს, თქვენ - რუსთავი 2-ის წარმომადგენელი ბრძანდებით, აქ ბრძანდებით პრესკონფერენციაზე და ზედმეტია ლაპარაკი, რა პოლიტიკური ზეწოლა, რის პოლიტიკური ზეწოლა.

ქართული ოცნების წევრი გია ჟორჟოლიანი უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეებზე, ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე, შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტს მიმართა.

კომენტარები