დაპირისპირება საპატრიარქოში

გიგნაძე: თუ ერთ ქალს შეუძლია მთელი ეკლესია მართოს, მაშინ სინოდი რას აკეთებს?

როგორ შეიძლება ხდებოდეს ის, რომ ერთი ადამიანი, რომელსაც იურიდიული ძალაუფლება არ აქვს, რეალურად მართავდეს ეკლესიას? თუ ასეა, ხომ საშინელებაა, მაგრამ ისიც საშინელებაა, მაშინ ამდენი ეპისკოპოსი რას აკეთებს? თუ მართლა ასეა, ესპისკოპოსების ბრალი ყოფილა. თუ ასე არაა, ეს ცრუ ინფორმაცია რას ნიშნავს, ესეც არის შოკი ინტელექტუალური.

მე არაფერს გამოვრიცხავ, არც იმას რომ მეუფე ცდება და არც იმას, რომ მდივან-რეფერატია დამნაშავე. კითხვას ვსვამ, თუ ერთ ქალბატონს შეუძლია მთელი ეკლესია მართოს, მაშინ სინოდი რას აკეთებს? რისთვის არიან ისინი ეპისკოპოსები?

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე რუსთავი-2ის ეთერში შორენა თეთრუაშვილის გავლენასთან დაკავშირებით მეუფე პეტრეს განცხადებაზე

კომენტარები