დაპირისპირება ეკლესიაში

მამა შალვა კეკელია: მეუფე პეტრეს განცხადებებში ბევრი ცილისწამება ისმოდა

მეუფე პეტრეს განცხადება ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი და ძალიან მძიმე. მის განცხადებებში ისმოდა ძალიან ბევრი ცილისწამება და ძალიან ცუდი რაღაცები. მე დავინახე მეუფე პეტრეს განცხადებაში, რომ ამით ის ეწინააღმდეგება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს...

ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ერთი ქალბატონი მართავს მთელ ეკლესიას. მაშინ ამ ეკლესიაში რა გვინდა? ...

მეუფე პეტრეს თქმით, გამოდიოდა ის, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს თურმე არ აქვს ხედვა და ის ვერ ხედავს საქართველოს ეკლესიაში პრობლემებს. მე ვფიქრობ, რომ მან პატრიარქის წინააღმდეგ გააკეთა ეს ყველაფერი

მამა შალვა კეკელიამ რუსთავი 2-ის ეთერში ეკლესიაში დაპირისპირებაზე ისაუბრა

კომენტარები