დაპირისპირება საპატრიარქოში

კაპანაძე: პროკურატურის განცხადებები მხოლოდ გაურკვევლობას ტოვებს

საზოგადოებამ ეს ყველაფერი გაიგო, როგორ პატრიარქის მკვლელობის მცდელობა. ეს იყო სწორედ ის კონტექსტი, როგორც მთავარმა პროკურორმა გააკეთა განცხადება. ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, როცა ისინი ამბობდნენ, რომ დიდ უბედურებას გადავრჩით. პარალელურად გვესმის სახალხო დამცველისგან და სხვადასხვა წყაროებისგან, რომ ეს შეიძლება სულაც არ იყოს ასე. ამ ვითარებაში პროკურატურამ რაღაც უნდა თქვას. მისი განცხადებები მხოლოდ გაურკვევლობას ტოვებს. ეს საქმე საიდუმლო რატომ არის, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ? რა არის ამ საქმეში ისეთი, რომ ეს იყოს საიდუმლო? თუ არის მკვლელობის მცდელობა, გასაგებია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, მაგრამ თქმა ხომ მაინც შეიძლება, ვისი მკვლელობის მცდელობაზეა საუბარი.მთავარი პრობლემა არის ის, დღეს რა კონტექსტშიც არის პროკურატურა და ხელისუფლება, სრულიად ნდობადაკარგული, როდესაც არცერთი გახმაურებული საქმე არ მიიყვანეს ბოლომდე.

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.

კომენტარები