გიორგი მამალაძის საქმე

უგულავა მამალაძის საქმეზე: მთავრობა შევიდა ჩიხში, საიდანაც გამოსვლას არ აპირებს

გამოდის, რომ არც პატრიარქზეა საუბარი, არც უმაღლესი ხარისხის საეკლესიო იერარქზე და თურმე საერთოდ, შორენა თეთრუაშვილზე... ბოლოს შეიძლება, რომელიმე კარისკაცამდე ჩავიდნენ, რომელიც საერთოდ, ბერლინში არ იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სანდოობა ამ გამოძიების და საერთოდ, ამ წარმოდგენის, არის ძალიან დაბალი. ეს არის ჩიხი, სადაც შევიდა მთავრობა და რაც მთავარია, მათი განცხადებებიდან რაც ჩანს, არ აპირებენ ამ ჩიხიდან გამოსვლას.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი გიგი უგულავა ე.წ. ციანიდის საქმეზე.

კომენტარები