გიორგი მამალაძის საქმე

რატიანი: ეკლესიის საქმეებში ჩარევა საბჭოთა და რუსული ტრადიციაა

პროკურატურის და ხელისუფლების განცხადებები არავისში არ იწვევს სანდოობას და არავისთვის არ არის დამარწმუნებელი. პირიქით - წინა გამოცდილებიდან და ახლანდელი ქმედებებიდან, მათ მოახდინეს საკუთარი თავის დისკრედიტაცია. ყველასთვის ცხადია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა უტიფარი ტყუილები. მანამდეც, არაერთხელ განუცხადებია პროკურატურას გარკვეული ბრალდებები, რომლებიც შემდეგში გაქარწყლებულა. ამიტომ, ყველასათვის ცხადია, რომ დღეს პროკურატურის განცხადებების მიმართ ნდობა არავის არ აქვს. მსგავსი განცხადებები რეალურად არის ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევა. ეს არის, ფაქტობრივად, საბჭოთა და თანამედროვე რუსული ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება ერევა ეკლესიის საქმეებში და მას სურს, დაიქვემდებაროს ეკლესია და იქ მართოს პროცესები.

კომენტარები