გიორგი მამალაძის საქმე

ვოლსკი: ეკლესია ისევ ის ეკლესიაა, ერთიანი და განუყოფელი

[უხერხულ ვითარებაში ყოფნას] სახელმწიფოსა და ეკლესიაზე ვერ ვიტყოდი. ეკლესია ისევ ის ეკლესიაა, ერთიანი და განუყოფელი და სახელმწიფოც... რა საკვირველია, პრობლემები არსებობს, მაგრამ ასე ნუ ვიტყვით. დამაზიანებელია საერთოდ ფაქტი, რომ სასულიერო პირი სრულიად დადასტურებულად მიემგზავრებოდა გერმანიაში და ხელთ ჰქონდა მომწამლავი ნივთიერება. აი, ეს არის პრობლემა. უნდა გაასაჯაროვოს თუ არ უნდა გაასაჯაროვოს, მე ვფიქრობ, გამოძიებამ გაცილებით უკეთ იცის და იმის გამო, რომ დააკმაყოფილოს სკანდალების მოყვარული გარკვეული ნაწილი პოლიტიკოსებისა, არ შეიძლება გაასაჯაროვოს და გამოიტანოს სააშკარაოზე ის, რაც შეიძლება დღეს შეადგენს საგამოძიებო მოქმედებების ნაწილს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გიორგი ვოლსკის კომენტარი ე.წ ციანიდის საქმის დეტალების შესაძლო გასაჯაროვებასთან დაკავშირებით

კომენტარები