გიორგი მამალაძის საქმე

პრეზიდენტი მამალაძის საქმეზე: ეს არის არაჯანმრთელი სიტუაცია

დღეს არის ვითარება, როდესაც ერთი მხარე, რომლის თაობაზეც კომენტარს აკეთებენ როგორც პოლიტიკოსები, ისე სამართალდამცველები, არის შეზღუდული თავისი პოზიციის დაფიქსირებაში. ასეთი რამე შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ მაშინ, ეს საკითხი არ უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი, როცა მთელი ქვეყანა საუბრობს ამ საქმეზე და მეორე მხარეს თუნდაც თავისი წილი დანაშაულის ან უდანაშულობის მტკიცების შესაძლებლობა არ აქვს, ეს არის შეჯიბრებითობის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. შესაბამისად, მე არ შევდივარ გამოძიების დეტალებში, არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი, არც მოსამართლე, მაგრამ პოლიტიკურად მოგახსენებთ - ეს არის არაჯანმრთელი სიტუაცია, როდესაც ერთი მხარე საუბრობს და მეორეს არ აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ.

კომენტარები