საქართველოს საპარტრიარქო

პრეზიდენტი: კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ისე ღიად ვსაუბრობდეთ, როგორც მეუფეები

დღეს პატრიარქთან ერთად შევხვდი ჩვენს მეუფეებს და დავესწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან მიმართებით ვითარდება. პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას, პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ. ეს არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა. ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა, ერთმანეთის აზრის მიღება თავისთავად კარგი დასანახია, პოლიტიკოსებიც რომ ასე ღიად ვსაუბრობდეთ, კარგი იქნებოდა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მსჯელობენ, რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

კომენტარები