რუსთავი 2- ის მხარდასაჭერად

პრეზიდენტი რ2-ზე: კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს არხი ქართული საზოგადოებისთვის

უკვე მერამდენედ, თუნდაც ჩემი აქ მოსვლით, მინდა, დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა თქვენი არხის მიმართ. ამას აქვს ბევრი მიზეზი. პირველ რიგში, ეს არის განპირობებული იმით, რომ რუსთავი 2 არის ერთერთი კრიტიკული მედია და საზოგადოებას, მითუმეტეს, ქართულ საზოგადოებას, რომელიც სულ უფრო იზრდება თავისი თავისუფლების ხარისხში; ქართულ საზოგადოებას, რომელსაც არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი დამოკიდებულება მედიის მიმართ და განსაკუთრებით, სხვათა შორის, რუსთავი 2-ის მიმართ, აი, ამ საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს კრიტიკული და ტელევიზია. არის კიდევ სხვა მომენტიც, რომელიც უკავშირდება რუსთავი 2-ს და ეს კრიტიკულობის გარდა, არის ის მართლაც მაღალი ხარისხი, პროფესიონალიზმი, რომლითაც ეს არხი მუშაობს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რუსთავი 2-ის საქმეზე. რუსთავი 2-ის ეთერი, "არჩევანი".

კომენტარები