გიორგი მამალაძის საქმე

კახიძე უმრავლესობას: მთავარი პროკურორის გადადგომის საკითხს თქვენ უნდა სვამდეთ

გრძელდება ეკლესიის სახელით სპეკულირება, ეკლესიის კალთას ამოფარება იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ პასუხისმგებლობაზე. პასუხისმგებლობაზე, რომელიც აქვს მთავარ პროკურორს, პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში კანონის უზენაესობა, დაცული იყოს ადამიანის უფლებები, და პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე. ამ საკითხს, მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ, მე კი არ უნდა ვსვამდე პირველი, თქვენ უნდა სვამდეთ, და კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს, ეს კითხვები თქვენ უნდა გააჟღეროთ, როგორც იმ საზოგადოების წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტში, რომელსაც აწუხებს თემა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება.

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე პლენარულ სხდომაზე, ე.წ ციანიდის საქმეზე.

კომენტარები