ციანიდის საქმე

მეუფე პეტრე: პირველად პატრიარქმა თქვა, რომ მამა გიორგი თავდებით გამოსულიყო

ის, რომ თითქოს მხოლოდ მეუფე პეტრე იყო განსხვავებულ აზრზე თავდებით გამოშვებაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. პატრიარქის მიერ იქნა ეს მოსაზრება პირველად გაჟღერებული, რომ თავდებით გამოსულიყო მამა გიორგი. მე და პატრიარქი ვიყავით ამ კუთხით ერთ აზრზე.უბრალოდ, სინოდის წევრებმა თხოვეს მის უწმინდესობას, რომ მამა გიორგის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჯობდა, ის დარჩენილიყო საპყრობილეში

მიტროპოლიტმა პეტრემ ეს რუსთავი 2-თან სატელოფონო საუბარში თქვა. მანამდე ნანა კაკაბაძემ თქვა, რომ მუფე პეტრეს გარდა საპატრიარქოში ყველა მომხრეა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდებით გამოვიდეს მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

კომენტარები