აშშ-საქართველოს ურთიერთობები

პრაისი: თავისუფალი არჩევნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის

ძალიან ნაყოფიერი განხილვა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში. ჩვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ იყო, ბევრი ცვლილება განხორციელდა. მათ შორის მთავარი არჩევნები და ახალი პარლამენტია, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მიმართული საქმიანობა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება არჩევნებს შორის პერიოდში. ინსტიტუციების ეფექტურ მუშაობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ასახული იყოს განსხვავებული ინტერესებიც, მათ შორის, უმცირესობისა და ოპოზიციის.

განცხადება ამის შესახებ კონგრესმენმა დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. (რუსთავი 2-ის თარგმანი)

კომენტარები