საქართველოს საპატრიარქო

დეკანოზი ლევან მათეშვილი: ველოდები, მეუფე პეტრე ჩიპიან პასპორტებს როდის დაგმობს

რატომ ცდილობს მეუფე პეტრე საზოგადოების მრავალფეროვანი მსოფლმხედველობის ყველა სეგმენტის მოცვას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად? მე ეს არ მესმის. მაგალითად, ცხრაწლიანი რეჟიმი დაგმო - მოიმადლიერა ამ პერიოდის მოწინააღმდეგენი (ნუ, რამდენად გამოვიდა, ეს სხვა თემაა). 2. მამა ბასილ კობახიძე მსხვერპლად წარმოაჩინა - მოიმადლიერა ლიბერალური მხარე. 3. "ეს პატრიარქი ბოლოა" - [ამ განცხადებით] მოიმადლიერა ეკლესიაში არსებული აპოკალიპტურ-მესიანისტური ფრთა. მე ველოდები, ჩიპიან პასპორტებს როდის დაგმობს და ამით მოიმადლიერებს ასეთი აზროვნების ხალხს ან როდის მიმართავს დახმარებისთვის "ცოცხალ წმინდანებს". მე მართლა არ მესმის ამგვარი ტაქტიკის და საერთოდ არაფერი მესმის.

წერს დეკანოზი ლევან მათეშვილი Facebook-ში ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას შესახებ.

კომენტარები