საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მამა ილია - ზვიადაძეზე: სოფელში მღვდლებს თავი ძლივს გაგვაქვს... ამაზრზენია!

როდესაც სოფლებში მღვდლებს, მიუხედავად მძიმე ფიზიკური შრომისა, თავი ძლივს გაგვაქვს და ხშირად პირადად მე ბავშვის ექიმთან წასაყვან ფულს ვსესხულობ, ვალებიდან ვერ ამოვდივარ და ჩემზე უარეს დღეში მთის სოფლის მოძღვრები არიან, ამ დროს ტელევიზორიდან მდიდრულ სამოსში გამოწკეპილი მღვდელი [პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე] თავის დამსახურებაზე, პირველობასა და ჯილდო-რეგალიებზე საუბრობს, ჩემთვის ეს უკვე ამაზრზენია! შესაძლოა ამ პოსტის შემდეგ პრობლემები შემექმნას, მაგრამ მართლა ჯობია სიმართლისთვის დავისაჯო

მღვდელი ილია ჯანიაშვილი facebook-ის პირად გვერდზე, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის გამოსვლას ეხმაურება

კომენტარები