რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: შესაძლოა, ხე მოთხარო და გადარგო შენს ბაღში, მაგრამ ქვეყანას ვერ მოთხრი

ბიძინა ივანიშვილები, რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეთ, მათი მოთხრილი ხეებივით მიდიან და მოდიან, საქართველო რჩება. საქართველო ვერ გაანადგურა საუკუნეების განმავლობაში ბევრმა აღა-მაჰმად-ხანმა და თემურ ლენგმა, ვერ იზამს ამას ვერც ივანიშვილი. შესაძლოა, ხე მოთხარო და გადარგო შენს ბაღში, მაგრამ ქვეყანას ვერ მოთხრი და ვერსად ვერ გადარგავ. თუ ამ ცხრა მოსამართლეს სურს, შეასრულოს იმ ბარების და ნიჩბების როლი, რომლითაც ივანიშვილი დღენიადაგ, ხელისუფლებაში მოსვლიდან, თხრის საქართველოს ძირფესვიანად, ეს იქნება მათი არჩევანი, მაგრამ მათი არჩევანი ძალიან მალე გახდება მათი განაჩენი.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები