საქართველოს საპატრიარქო

მეუფე დიმიტრი: ასეთი სიამტკბილობა ეკლესიას ხელისუფლებასთან აქამდე არ ჰქონია

ვერ დავიწყებ ზოგიერთებივით ვერსიების წინასწარ გადმოფენას, არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ამის უკან შეიძლება, ხელისუფლება იყოს, ვთქვათ, რაც ჟურნალისტების უმეტესობას აინტერესებს - ხელისუფლება ხომ არ არის? როგორ გითხრათ, მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, არ მაქვს არანაირი საფუძველი. განა იმიტომ, რაღაც მაამებლური დამოკიდებულება მაქვს ხელისუფლების მიმართ, ვინც იცის ჩემი წარსული, ძალიან ავკარგიანი ურთიერთობა მქონია ხელისუფლებასთან, როცა ისინი ამას იმსახურებდნენ, მაგრამ დღეს რომ ასე ვთქვათ, სიამტკბილობაშია ეკლესია ხელისუფლებასთან, მე არ მახსენდება პერიოდი, რომ ასეთი კარგი ურთიერთოიბა ჰქონოდა ეკლესიას ხელისუფლებასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, რატომ შეიძლება, დასჭირვებოდა ხელისუფლებას ეს ყველაფერი?

ლაზეთისა და ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი მედიასთან შეხვედრაზე, ე.წ ციანიდის საქმის შესახებ.

კომენტარები