საქართველოს საპატრიარქო

მეუფე დიმიტრი: ტაბულა ყველა საჭირბოროტო საკითხს მე მაბრალებს

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, მე ამასწინათ, გზაში სატელეფონო ჩართვები მქონდა და ვერ ვხედავდი, ვინ იყო, რომელი ტელევიზია ან სააგენტო იყო, დამკავშირებია ტაბულა, რომელიც საერთოდ ჩემი პერსონით ძალიან დაინტერესებულია, ყველა საჭირბოროტო საკითხს მე მაბრალებენ, ზუსტად მათ ვუთხარი და ძალიან გახარებულები იყვნენ ეს ადამიანები, კვლავ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ მე ამ თემაზე [პატრიარქის მემკვიდრის საკითხი] ძალიან მიჭირს საუბარი, ძალიან მარტივი მიზეზის გამო - მისი უწმიდესობა არის ცოცხალი, ჯანმრთელი...  მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ განვაცხადებ საქვეყნოდ - ჩემი კანდიდატურა გამორიცხულია. 

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი საპატრიარქო ტახტის გამო შესაძლო შიდადაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვაზე.

კომენტარები