საქართველოს საპატრიარქო

მეუფე დიმიტრი: ტაბულას ვუთხარი და გავიმეორებ - ჩემი კანდიდატურა გამორიცხულია

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, მე ამასწინათ, გზაში სატელეფონო ჩართვები მქონდა და ვერ ვხედავდი, ვინ იყო, რომელი ტელევიზია ან სააგენტო იყო, დამკავშირებია ტაბულა, რომელიც საერთოდ ჩემი პერსონით ძალიან დაინტერესებულია, ყველა საჭირბოროტო საკითხს მე მაბრალებენ, ზუსტად მათ ვუთხარი და ძალიან გახარებულები იყვნენ ეს ადამიანები, კვლავ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ მე ამ თემაზე [პატრიარქის მემკვიდრის საკითხი] ძალიან მიჭირს საუბარი, ძალიან მარტივი მიზეზის გამო - მისი უწმიდესობა არის ცოცხალი, ჯანმრთელი და ამ თემაზე... ხომ არსებობს დებულება პატრიარქის არჩევის, ამ დებულების გარშემოც კი უხერხულობას ვგრძნობდი ყოველთვის, აბსოლუტურად წრფელი ვარ, როცა ვსაუბრობდი, მითუმეტეს, ასე საქვეყნოდ, იცით თქვენ, რა ნათესაური ურთიერთობა მაკავშირებს მასთან და ძალიან რთულია ჩემთვის. მაგრამ, რახან ასეთი დიდი ინტერესია, კიდევ მინდა განვაცხადო და ვთქვა - როდესაც ხდება პატრიარქის კანდიდატის დასახელება, ავტომატურად ნებისმიერი მღვდელმთავარი ხდება კანდიდატი, მხოლოდ უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა და უნდა ჰქონდეს უმაღლესი საეკლესიო განათლება, მერე საეკლესიო კრება არჩევს სამ პიროვნებას, მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ განვაცხადებ საქვეყნოდ - ჩემი კანდიდატურა გამორიცხულია.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი საპატრიარქო ტახტის გამო შესაძლო შიდადაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვაზე.

კომენტარები