რუსთავი 2-ის საქმე

გოგუაძე: მოსამართლეებს მიუტანეს გადაწყვეტილება და უთხრეს ერთ დღეში დაესრულებინათ

მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, მაინც ძალიან გავბრაზდი. იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ მოსამართლეებს მიუტანეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, შეზღუდული დროც მისცეს და უთხრეს, რომ ერთ დღეში უნდა დასრულებულიყო ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ასე რომ, როლიც კი არ ითამაშეს იმ ადამიანებმა მოსამართლეების, რომლებსაც მოსამართლეები ჰქვია

თავისუფალი დემოკრატების წევრი ნინო გოგუაძე რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები