რუსთავი 2-ის საქმე

ბესელია: უბადრუკი განცხადებაა, რომ გადაწყვეტილებას წერდეს დეპუტატი ან მინისტრი

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ცხრავე მოსამართლე როდესაც ერთ პოზიციაზე დგება და იღებს გადაწყვეტილებას, რომ რუსთავი 2 უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, აქ კითხვების და ეჭვების გამოხატვა არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მხარის სივრცე, რომელიც თავს თვლის, რომ დამარცხდა ამ პროცესში. იყო ძალიან კომიკური და არასერიოზული პასაჟი, რომ თურმე სასამართლოს გადაწყვეტილებას შეიძლება, წერდეს დეპუტატი ან მინისტრი, ეს არის კომიკური და სასოწარკვეთილი ადამიანების ძალიან უბადრუკი განცხადება. მე პასუხის ღირსადაც არ მიღირს ასეთი ტიპის ბოდვა. ეს არ არის სერიოზული ნაწილი, მაგრამ სერიოზული არის ის, რომ ტელევიზიას უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია, შესაძლებლობა და ექნება შესაძლებლობა, რომ იმუშაოს ყოველგვარი პარტიული და პოლიტიკური გავლენების გარეშე.

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

კომენტარები